მსახიობი ელგუჯა ბურდული 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ცნობილია თეიმურაზ ბაბლუანის ფილმში "უძინართა მზე" შესრულებული მთავარი როლით.
მსახიობს მინიჭებული ჰქონდა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.
1958-1959 წლებში იყო მაშველი თბილისის ზღვაზე; 1961-1964წწ. საქართველო სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი; 1964-1984წწ. ოპერატორი; 1984 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი.
გადაღებულია ფილმებში: "ბეღურების გადაფრენა"(1977), "მაცგი" (1979), "მოცურავე" (1980), "მოქცევა" 1982), "გარიგება"(1984, რუსეთი), "უძინართა მზე" (1992) და სხვ.
მიღებული აქვს კინოფესტივალ "Созвездие"-ს მთავარი პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "უძინართა მზე" (1992), პრემია "ნიკა"(რუსეთი), მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "უძინართა მზე" (1993), საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი, "საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის" აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (2000).