საქართველოს საპატრიარქო უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქომ 10 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა, რომლის ნაწილიც უკრაინაში 6 მარტს გაიგზავნება.
"ამანათს აწერია: უკრაინელ ხალხს საქართველოს მოსახლეობისგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ღმერთმა დალოცოს უკრაინა და მშვიდობა მიმადლოს მას",-წერია საპატრიარქოს განცხადებაში.