"შეშლილი ტერორისტი, რომელიც ბირთვულ ტერორისტად გადაიქცა"- ასე მოიხსენიებს მთელი მსოფლიო ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც ის მსოფლიოს განადგურებით დაემუქრა და იერიში ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე, ატომურ ელექტროსადგურზე მიიტანა; უკრაინა, რომელსაც, ჩერნობილის კატასტროფა ჯერ კიდევ ახსოვს, მხოლოდ სასწაულით გადაურჩა ახალ ტრაგედიას, რომელიც ბირთვული კატასტროფის წინაშე, არამხოლოდ უკრაინას, მთელს ევროპას დააყენებდა; რადგან ენერგოდარში მდებარე მხოლოდ ერთი სადგურის სიმძლავრე, თითქმის ათჯერ მეტია, ვიდრე ჩერნობილის შემთხვევაში იყო.
ალბათ წარმოდგენაც კი შეუძლებელია რა მოხდებოდა სადგურზე, უკრაინელ მეხანძრეებს ცეცხლი დროულად რომ არ ჩაექროთ; ამ დრომდე, ენერგოდარში, რუსი სამხედროები პატრულირებენ, ადგილზე იმყოფებიან ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებიც, რადგან თუ სიტუაცია უმართავი გახდა, მსოფლიო ყველა ომზე დიდი, ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება;
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი