მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთმა რაც შეიძლება მეტად იგრძნოს ევროპული და ამერიკული სანქციების სუსხი, საქართველოს ხელისუფლება ამ ქვეყნის მოქალაქეებს კარს ფართოდ უხსნის და პირდაპირ ემუქრება ყველა კერძო კომპანიას და საკუთარ მოქალაქეებსაც კი, ვინც რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს, რაიმე დისკომფორტს შეუქმნის;
ამიტომ, საერთაშორისო სანქციებს, რუსეთის მოქალაქეები სწორედ საქართველოში აფარებენ თავს და არავინ აკონტროლებს ვინ და რა მიზნით შემოდის, ოკუპანტი ქვეყნიდან.
საქართველოს ხელისუფლების რუსულ სტუმართმოყვარეობას, განსხვავებულად ხვდება საქართველოს მოსახლეობა.
მაგალითად, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში ნახავთ წარწერას ასეთი შინაარსით - "არასოდეს დაიწყოთ ჩვენთან საუბარი რუსულად, ილაპარაკეთ მხოლოდ ინგლისურად", "ჩვენ თქვენი გუბერნია არ ვართ"- ასე ჩვენი მოქალაქეები ოკუპანტ ქვეყანას კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ 2008 წელი და პუტინის სისასტიკე ამ ქვეყანაში არასოდეს დაავიწყედებათ