გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, საბჭოთა დიქტატორის ძეგლს თავი მოტეხეს - სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის ამ ფორმას გუშინ, გვიან ღამით მიმართეს.
სტალინის ეს ძეგლი ვარიანში ცოტა ხნის წინ, წითელი საღებავებითაც შეღებეს.
მონუმენტი, რომელიც ახლა თავის გარეშეა დარჩენილი, დაახლოებით ერთი თვის წინ სოფლის შესასვლელში აღმართეს, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
ცნობისთვის, 5 მარტი სტალინის გარდაცვალბის დღე იყო.