გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრებმა, აქედან ოთხი დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობით გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ წუთებში დაშავებულებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ.
ავტორი: ია გულიაშვილი