მეწყერმა ხიდი დააზიანა, სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია - რკინიგზა

გამოქვეყნდა:

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სადგურ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა. უწყების ცნობით, შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი. ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი.

"მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეც ტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება", - წერს რკინიგზა.

მათი ცნობით, მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი