"მიხეილ სააკაშვილს სიცხე აქვს, თუმცა Covid 19 არ დაუდასტურდა" - ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პენიტენციური სამსახურის მიერ მოწვეული ექიმები გაეცნენ. თუთბერიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და მას რამდენიმე გამოკვლევა სჭირდება, რაც რუსთავის ციხეში ვერ ჩაუტარდება.
"პრეზიდენტის მდგომარეობა უაღრესად შემაშფოთებელია, მას ჰქონდა ცვალებადი ტემპერატურა, მას არ დაუდასტურდა კოვიდინფექცია, თუმცა ის, რომ ტემპერატურა ცვალებადი იყო, ნიშნავს, რომ გარკვეული სამედიცინო პრობლემები აქვს.
იმყოფებოდნენ მასთან მოწვეული ექიმები, ოღონდ ეს ექიმები იყვნენ მოწვეული პენიტენციური სამსახურის მიერ, რომელთა განცხადებითაც შეუძლებელია მკურნალობა ამ დაწესებული და მას სასწარაფოდ სჭირდება რამდენიმე გამოკვლევა, რომელიც აქ ფიზიკურად ვერ ჩაუტარდება, - ამბობს შოთა თუთბერიძე.
იხილეთ ასევე: