ლაგოდეხში, მიკროავტობუსი ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა და დაიწვა | დაშავდა 2 პირი

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხში, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ კართუბანში ცოტა ხნის წინ მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბუნებრივი აირის გამტარ მილს დაეჯახა, რამაც ცეცხლის აალება გამოიწვია. მთლიანად დაიწვა მიკროავტობუსი, მძღოლმა და ერთმა მგზავრმა კი სხეულის დამწვრობა მიიღო. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების  ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ წუთებში უტარდებათ.  

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი