ნუ უკლავთ დედებს შვილებს, შეწყვიტეთ ომი, სოლიდარობა უკრაინას - ამ დევიზით ქუთაისში ამჯერად მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად ქალები გამოვიდნენ. დედები რუსეთის აგრესიას გმობენ და მოძმე უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების თქმით, ომს გამართლება არ აქვს. აქცია ქალთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი სოხუმის მხარდაჭერით ჩატარდა.