ბათუმის ახალ ბულვარში გზა ჩაინგრა და ტრაქტორი ჩავარდა

გამოქვეყნდა:

ბათუმის ახალ ბულვარში ბათუმის წყლის კუთვნილი ტრაქტორი ზღვაში ჩავარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ეს ის ტერიტორიაა სადაც, რამდენიმე ხნის წინ ზღვამ გზის სავალი ნაწილი წაიღო.

ტრაქტორის ჩავარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმის წყლის გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია, სანიაღვრე არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც დაზიანებულმა გზამ მძიმე ტექნიკას ვერ გაუძლო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი