ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დიღმიდან ავჭალის იზოლატორში გადაიყვანეს, რომელიც დღემდე უფუნქციო იყო

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნოდარ რუხაძე და მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი, გიორგი მჟავანაძე დიღმის პოლიციის განყოფილებიდან ავჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.  

ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორი გუშინდელ დღემდე დაკეტილი, უფუნქციო იყო, თუმცა, სამოქალაქო აქტივისტები მაინც ამ შენობაში მიიყვანეს, სადაც დაკავებულებს, ანტისანიტარია დახვდათ.

აქტივისტები კი, რომლებიც გუშინ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ყვებიან, რომ პოლიციამ მათი დაკავების დროს ძალას გადაამეტა.

ამ დრომდე 9 სამოქალაქო აქტივისტი კვლავ დროებითი დაკავების იზოლატორში რჩება და მათი სასამართლო პროცესი , სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი