ლაგოდეხი - წნორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ლაგოდეხი - წნორის დამაკავშირებელ გზაზე BMW- ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მიღებული ტრავმების შედეგად ლაგოდეხში მცხოვრები კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. 

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი