სალომე ზურაბიშვილი შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ფარგლებში მოგზაურობას აგრძელებს. ამჯერად პრეზიდენტმა ციხისძირში მდებარე ქაჯეთის ციხე მოინახულა, ღირშესანიშნაობათა ამსახველი ფოტოები კი ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა საქართველოს ისტორიულ ადგილებში მოგზაურობა რამდენიმე დღის წინ ლამისყანაში, ქსნის ერისთავების ციხესიმაგრესთან დაიწყო.