საქართველოს საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი კატეგორიულად გმობენ რუსული ეკლესიის მიერ პარიზში ქართული სამრევლოს დაარსებას.
პარიზის თამარ მეფის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ანტონ კანდელაკის განმარტებით, ქართულ მხარეს აქვს ეჭვი, რომ რუსული ეკლესიის ეს ნაბიჯი შესაძლოა მრევლის დაბნევასა და დაქსაქსვას ემსახურებოდეს.
რუსეთის ეკლესიაში მსახური და პარიზში მოღვაწე არქიმანდრიტი იეროთიმოსი კი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ქართველი მრევლის მხარდასაჭერად გადაიდგა, რათა მათ უფრო ახლო შეხება ჰქონდეთ ეკლესიასთან. აღსანიშნავია, რომ "მთავართან" საუბრის შემდეგ სასულიერო პირმა საკუთარი სოციალური ქსელი გააუქმა.
სწორედ არქიმანდრიტი იეროთიმოსია ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც რუსეთის მიერ გახსნილ ქართულ სამრევლოში გეგმავს მოღვაწეობას.