"სირცხვილიამ" ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღდგენის დღე საელჩოსთან აქციით მიულოცა და მადლობა გადაუხადა მეგობარ ქვეყანას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. აქციის მონაწილეებთან ყვავილებით ხელში, ლიეტუვის საელჩოს წარმომადგენელი გამოვიდა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
დღეს, 11 მარტს ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავს.