თოვლში ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან - ისინი საწვავის და საკვების გარეშე არიან დარჩენილები

გამოქვეყნდა:

გადაუღებელი თოვის გამო საქართველოდან რუსეთში მიმავალ მგზავრებს გადაადგილების პრობლემა აქვთ. მოქალაქეები უკვე ორი დღეა, ღამეს მანქანაში ატარებენ.

გადაუღებელი თოვის გამო, გუდაურიდან კობისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. ხალხს მთელი ღამე, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დაქოქილ მანქანებში ეძინათ, საწვავის მარაგი ამოეწურათ,  ახლა კი აღარ იციან, როგორ გადააგორებენ ძლიერ ყინვაში დღევანდელ ღამეს. 

გუდაურში თოვლის საფარმა, ნახევარ მეტრს გადააჭარბა, გზა საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი, მოსახლეობას არავინ ეუბნება, როდის აღდგება მიმოსვლა ლარსის მიმართულებით. მთელი ფული, რაც ჰქონდა უკვე დახარჯეს, ამიტომ ახლა ჩაის ყიდვასაც კი ვერ ახერხებენ. 

გუდაურში გზის გაწმენდა, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ადგილზე „მთავარის“ გადამღები ჯგუფი ჩავიდა.

ხალხია ჩარჩენილი დაბა სტეფანწმინდაშიც. სინოპტიკოსების პროგნოზით დღეს ღამით მცხეთა-მთიანეთში ქარბუქი მოსალოდნელი. საპატრულო პოლიცია ამბობს, რომ ზვავსაშიშროების გამო არ იციან, როდის გაიხსნება გზა. 

დიდთოვლობის გამო პრობლემები ქვეყნის თითქმის ყველა მაღალმთიან რეგიონში შეიქმნა. ჩაიკეტა ცაგერი ზემო-სვანეთის საავტომობილო გზის თითქმის 20 კილომეტრიანი მონაკვეთი. ადგილობრივებს კი ეშინიათ, რომ რაიონი გარე სამყაროს მალე მოწყდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი