რუსთავის საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფილ საწვავზე, სატელეფონო ხარჯებსა და ავტომობილით მომსახურებაზე უარს ამბობენ.
მათი ცნობით, ფრაქცია ამ გზით ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას დაზოგავს და შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად ფონდში გადარიცხავს.
"რუსთავის საკრებულოში ენმ-თვის და საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის, რომელსაც ენმ წარმოადგენს, გამოყოფილი ყველა საშუალება და პრივილეგია: ტელეფონის ლიმიტი, საწვავი, ავტომობილი, ამბობს უარს. ეს არ არის პოპულიზმი, ეს არის კონკრეტული თანხა და რუსთავის პირობებში არცთუ ისე მცირე. ეს თანხა მიემართება გაჭირვებული მოქალაქეების ფონდში, რომელიც დაეხმარება მათ გადაიხადონ ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და დასუფთავების საფასური", - თქვა დავით კირკიტაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ იმ საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" აქვს, თანხები ჩინოვნიკების ფუფუნებაზე იხარჯება.