საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქცია გამართეს. მათ უკრაინაში ომი გააპროტესტეს და თქვეს, რომ მხარს უჭერენ სუვერენულ სახელმწიფოებს.
"რაც ახლა ხდება მსოფლიოში, ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას და ვაღიარებთ, რომ ახლა სწორედ რუსებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ამ ყველაფერს. მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, ვგმობთ რუსულ აგრესიას, ჩვენ რუსული რეჟიმის წინააღმდეგი ვართ. ადამიანები, რომლებიც გარბიან რუსეთიდან ამას უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკეთებენ, რადგან იქ მათ საფრთხე ემუქრებათ", - თქვა აქციის მონაწილემ.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან 13 დღეში საქართველოში რუსეთის 20 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.