უხარისხო წამლები აფთიაქებში - უკონტროლო ფარმაცევტული ბაზარი

გამოქვეყნდა:

მარი ბროძელი "მთავარ არხს" უყვება, რომ რამდენიმე თვის წინ, უხარისხო მედიკამენტის მიღება ძალიან ძვირი დაუჯდა. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოუკეთდა, მკურნალობაც დაუგვიანდა და უფრო დამძიმდა. აღმოჩნდა, რომ მედიკამენტის სტანდარტს არ შეესაბამებოდა. 

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აფთიაქებში უხარისხო წამლები აღმოჩნდა.

რა პრეპარატებს ვიღებთ და რამდენად სახიფათოა ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ექსპერტი სამედიცინო საკითხებში, ვატო სურგულაძე დარწმუნებულია, რომ ქართული ფარმაცევტული ბაზრის 90 პროცენტი სწორედ უხარსიხო და ფალსიფიცირებული მედიკამენტებით არის გაჯერებული. 

მოწმდება თუ არა წამლები რომელიც საქართველოსი იყიდება - არა, არ მოწმდება, რადგან შესაბამისი ლაბორატორია ქვაყანას არ აქვს. "მთავარმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, წამლის სააგენტო შესყიდვების სააგენტოს დაჩქარებული წესით 25 ათასი ევროს გამოყოფას სთხოვს იმისთვის, რომ რამდენიმე დასახელების მედიკამენტი საზღვარგარეთ გააგზავნოს და ხარისხი იქაურ ლაბორატორიაში შეამოწმოს.

რა მედიკამენტების შემოწმება იგეგმება ან რამდენის, ამ კითხვებით წამლის სააგენტოს მივმართეთ, თუმცა უწყებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ინფორმაცია ტელეფონით დაგვიდასტურა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრფომელმა, რომელმაც გვითხრა, რომ უცხოურ ლაბორატორიებში წამლის სააგენტო მედიკამენტებს ყოველ წელს გზავნის, რადგან ადგილზე შემოწმების სშუალება არ გვაქვს. 

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 12 ათასი დასახელების მედიკამენტი იყიდება. თანხა, რომელსაც სააგენტო ითხოვს, მაქსიმუმ 15 დასახელების შემოწმებას ეყოფა. ეს კი ექსპერტების შეფასებით უმნიშვნელო რაოდენობაა. 

ის, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კატასტროფული მდგომარეობაა, ამაზე ოპოზიციაც საუბრობს. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, მოქალაქეები ზარალდებიან. 

აფთიაქებში მოხვედრამდე მედიკამენტები არ მოწმდება. საკმარისია ცნობა მწარმოებელი ქვეყნიდან და მათი შემოტანაც ქვეყანაში მარტივად ხდება.. და აქ საუბარი არ არის ევროპის წამყვან ქვეყნებზე. არ მოწმდება არც ჩინური და ინდური წარმოების წამლებიც, რომელთა ხარისხი მთელ მსოფლიოში ეჭვს იწვევს. განსაკუთრებით საეჭვოა იმ მედიკამენტების ხარსიხი, რომელიც საქართველოში, ქართული ფარმაცევტული კომპანიების მიერ მზადდება. როგორც წესი, ქართული წამლების გამოყენებას პაციენტებს ექიმებიც არ ურჩევენ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი