"ამათი ადგილი იქ არის, სადაც რუსულ გემებს ვუშვებთ"​ - ოზურგეთში ალტ-ინფოს ოფისი არ გაახსნევინეს

გამოქვეყნდა:

ალტ-ინფოს წარმომადგენლები დღეს გურულებს გაექცნენ. პარტიის დამფუძნებლებმა ოზურგეთში ოფისი გახსნეს. მას შემდეგ კი, რაც გაიგეს, რომ ადგილობრივები პროტესტის ნიშნად ოფისთან მიდიოდნენ,  შენობის კარი ჩაკეტეს და ტერიტორია დატოვეს.

ოზურგეთელები ამბობენ, რომ ალტ-ინფოს ოფისს ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემენ და ორშაბათს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ.

"ჩუმად ვირთხებივით შეიპარნენ ოფისში, თითქოსდა ოფისი გახსნეს, მოვედით, როგორც კი ცნობილი გახდა, თუმცა ხედავთ, რომ არავინ არ არის, ისევ ვირთხებივით გაიპარნენ, როგორც შემოიპარნენ. ეს ოფისი ოზურგეთში არ გაიხსნება. ამათი ადგილი იქ არის, სადაც რუსულ გემებს ვუშვებთ",- თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი