2019-20 წლებში, მარნეულში 594 ათასი ლარის წყალი შეისყიდეს | წყლის ქსელები ამორტიზებული იყო და 80% დაიქცა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარნეულში წყლის მიწოდების სქემა შეისწავლა - ირკვევა რომ 2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის 14 სოფლის წყლით მომარაგებისთვის შპს "რუსთავწყალს" 594 000 ლარი გადაუხადეს, თუმცა წყლის მიწოდების ქსელები ამორტიზებული იყო, ხშირად ხდებოდა ავარიული დაზიანებები და წყლის უმეტესი ნაწილი მოსახლეობამდე მისვლამდე იღვრებოდა.

ამასთანავე, კომპანიისთვის ადგილობრივებისგან წყლის გადასახადის სახით მიღებულმა შემოსავალმა 77 ათასი ლარი შეადგინა.

"2018 წლიდან შპს „მარნეულის სოფწყალს“ ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული შპს „რუსთავწყალთან“, მუნიციპალიტეტის 14 სოფლის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „რუსთავწყალი“ მუნიციპალიტეტს აწვდიდა მის საკუთრებაში არსებული ჭაბურღილებიდან მოპოვებულ წყალს და იჯარით გადასცემდა მილსადენებს. 2019-2020 წლებში შპს „რუსთავწყლისათვის“ გადახდილი იყო მოწოდებული წყლის საფასური, 593.6 ათასი ლარი, ხოლო მოსახლეობისგან წყლის გადასახადის სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 76.8 ათასი ლარი.

საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მაგისტრალური მილმდენი (ხაზოვანი ნაგებობა) და სოფლების შიდა გამანაწილებელი ქსელები, რომლებითაც მოსახლეობას მიეწოდებოდა სასმელი წყალი, ამორტიზებული იყო, ასევე, ხშირად ხდებოდა ავარიული დაზიანებები და იღვრებოდა წყალი, რომლის დანაკარგმაც 2019-2020 წლებში შეადგინა დაახლოებით 80%. ამასთანავე, შპს „მარნეულის სოფწყალი“ შეძენილი წყლის საფასურს შპს „რუსთავწყალს“ სრულად უხდის სათავო მრიცხველის შესაბამისად, ხოლო დაზიანებების გამო მოსახლეობას აწვდის შეძენილი წყლის მხოლოდ 20%-ს", - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ხშირია როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან დაახლოებულ პირებს უფორმებენ ხელშეკრულებებს. 

"მარნეულს იმ 1 000 ოჯახსაც რომ წყალს აწვდის კომპანია, შპს მარნეულის წყალი. ამ კომპანიას ლიცენზიაც არ აქვს შესაბამისი, რომ წყალი მიაწოდოს. პრობლემებია წყლის ხარისხთან და გაფილტვრასთან დაკავშირებით, ანუ ზოგადად არ მიეწოდება მარნეულს წყალი და თუ მიეწოდება ისიც უხარისხო მიეწოდება", - ამბობს დონაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი