"შეტევას ხელმძღვანელობს დიტო სამხარაძე, დამნაშავეებს ხელს აფარებს ილია კვაღნიძე"| შიდა ქართლში ენმ-ის ოფისები წითლად შეღებეს

გამოქვეყნდა:

თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ოფისებზე - გორსა და კასპში მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისები წითლად შეღებეს.  

ენმ-ის გორის ოფისზე თავდასხმა გვიან ღამით, დაახლოებით 4-ის ნახევარზე განხორციელდა. თავდასხმაში მონაწილეობას სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, სამი შენიღბული პირი იღებდა. ისინი ნახევარი საათის განმავლობაში წერდნენ კედლებზე: "მეხუთე კოლონა", "სამშობლოს მოღალატეები" და ა.შ. 

ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ეს "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული ქმედებაა და სათავეში უდგას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილია კვაღნიძე, რომელიც არ ახორციელებს სათანადო საგამოძიებო ღონისძიებებს ქალაქში.

"მერვედ დაარბიეს ენმ-ის გორის ოფისი. გუშინ მოხდა ორკესტრირებულად შიდა ქართლში შტურმის მიტანა. დაზიანებულია გორის და კასპის ოფისები. ჩვენი ინფორმაციით, ორკესტრირებულ შეტევას ხელმძღვანელობს დიტო სამხარაძე და დამნაშავეებს ხელს აფარებს შიდა ქართლის პოლიციის ხელმძღვანელი ილია კვაღნიძე. სწორედ მას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას", - ამბობს გორის საკრებულოს წევრი ენმ-დან ანი ბალიაშვილი 

ამ წუთებში ენმ-ში საპატრულო პოლიციას ელოდებიან და თავდასხმის მონაწილეების დასჯას ითხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი