"აქ ჩამოსვლა ვიზის გარეშე შეიძლება, ჩემი 5 მეგობარი უკვე გადმოვიდა საცხოვრებლად" | საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ერევნიდანაც შემოდიან

გამოქვეყნდა:

რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მასიური შემოსვლა საქართველოში გრძელდება - ამჯერად 200-მდე მგზავრი ქვეყანაში მატარებლით ჩამოვიდა.

ერევანი-თბილისის რეისის მგზავრები ჰყვებიან, რომ რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მსურველთა ნაკადი დიდია, ამიტომ ქვეყანაში შემოსასვლელად შემოვლით გზებს სომხეთიდანაც იყენებენ.

კითხვას - რატომ გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსვლა, ისინი პასუხობენ რომ აქ ჩამოსვლა მარტივია, რადგან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

"ერევანში ჩასვლისას გადაწყვიტე საქართველოში წამოვსულიყავი. აქ ჩამოსვლა ვიზის გარეშე შეიძლება, ასევე, თავისუფლად საუბრობენ რუსულ და ინგლისურ ენაზე. ბევრი ადამიანი ჩამოვიდა რუსეთიდან. ჩემი 5 მეგობარი უკვე გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად", - ამბობს რუსეთის მოქალაქე.

"მოსკოვიდან ვარ. არ მინდოდა რუსეთში ყოფნა, ყველაფერს გვიკეტავდნენ სანქციების გამო. საქართველოში ჩამოვედით, რადგან ამჟამინდელი რუბლის კურსით სხვა ქვეყნებში ცხოვრება შეუძლებელია. ვეცდებით, აქ ვიცხოვროთ", - თქვა ერევანი-თბილისის კიდევ ერთმა მგზავრმა.

მათი ნაწილი თავს არიდებს კითხვას - არის თუ არა აგრესორი რუსეთის ფედერაცია.

ცნობისთვის, მე-18 დღეა რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო. ამის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 25 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და მათი რიცხვი ყოველდღე იზრდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი