ქართველი მოხალისეები და პოლიტიკოსები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე უკრაინელებს ეხმარებიან

გამოქვეყნდა:

პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ქართველი მოხალისეები დაბომბილი ქალაქებიდან გამოსულ მოქალაქეებს, სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობენ.

მოხალისეები უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულებს კოორდინაციაში და დაბინავებაში ეხმარებიან, აწვდიან ჰუმანიტარულ დახმარებას.

"მესამე დღეა ვიმყოფები პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, სადაც ათასობით ადამიანი კვეთს საზღვარს და გამოდის პოლონეთში იძულებით. არიან მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან და ჩვენც გადაწყვიტეთ ჩამოვსულიყავით, დავხმარებოდით ამ ადამიანებს. ჩვენი მიზანია გავახალისოთ ბავშვები, გვაქვს ტკბილეული, სათამაშოები. გვინდა, ცოტა ღიმილი ვნახოთ მათ დაღლილ სახეებზე. უამრავი ბავშვი მოდის ყოველდღიურად და ძალიან უხარიათ, როცა ხედავენ ტკბილეულს, სათამაშოებს", - ამბობს მოხალისე, სოსო ნებიერიძე.

პოლონეთში მოხალისედ იმყოფება ასევე პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია:

"მეორე დღეა მე და სოფო ჭყონია აქ ვართ. აქ არის ნათია კობერიძე, რომელიც დიდი ხანია უკვე ეხმარება იქ ადგილზე. ასევე შეგხვდნენ სტრასბურგიდან ჩამოსული მოქალაქეები, რომლებიც მანქანიდან გადაყვანა-გადმოყვანაში ეხმარებიან. ჩვენ ვჩერდებით ერთ-ერთ მოსახლე ქალაქში და დავდივართ სხვადასხვა სასაზღვრო ქალაქში. საკმაოდ კარგად არის აწყობილი აქ ლოჯისტიკა. ჩაიწერეს ჩვენი მონაცემები და შეიძლება სხვადასხვა პუნქტიდან დაგირეკონ, როდესაც რამე დასჭირდებათ. უმძიმესი ვითარებაა. არიან დედები, მოხუცები, ბავშვები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან", - ამბობს ელენე ხოშტარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი