"სტუმართმოყვარეობა" ფულის სანაცვლოდ | რას გაურბიან საქართველოში ჩამოსული რუსები

გამოქვეყნდა:

რუსეთის მოქალაქეებთან ერთად საქართველოში ის მანკიერი წყობა და აზროვნება შემოდის, რომელსაც სინამდვილეში ეს რუსეთის მოქალაქეები გაურბიან. რუსეთიდან დე ფაქტო აკრძალულია საომარი ასაკის მამაკაცების გასვლა, შესაბამისად ამ ადამიანებმა საქართველოში ყალბი სამედიცინო ცნობების გაკეთება დაიწყეს, თითქოს გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად მოდიან. სამწუხაროდ, ადგილზე უამრავი მსურველი დახვდათ - ვინც მზად არიან, რამდენიმე ასეული დოლარის სანაცვლოდ ყველაფერზე მოაწეროს ხელი.

რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და ბოლოსდაბოლოს გაამკაცრებს თუ არა მთავრობა საზღვრების კონტროლს, უცნობია. რუსეთიდან უწყვეტი ნაკადის შემოდინება არათუ წყდება, არამედ ყოველდღიურად იზრდება. მთავარია როგორი იქნება ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ, ფაქტია მათი ნაწილი რუსეთიდან საქართველოში პუტინის რეჟიმს გამოექცა, უმრავლესობა კი საკუთარი კომფორტის ზონის შესაქმნელად ჩამოდის. მთავარია ჩვენში კვლავაც იგრძნობოდეს პროუკრაინული განწყობა, კაფებში, სახლებსა თუ ქუჩაში ფრიალებდეს დროშები და ისმოდეს უკრაინის ჰიმნი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი