სისხლისღვრას გამოქცეული ქალები და ბავშვები | უკრაინის მოქალაქეები საქართველოში თავშესაფარს ეძებენ

გამოქვეყნდა:

რუსეთის არმიამ 400 000-მდე საქართველოს მოქალაქე ლტოლვილად აქცია. ჩვენი ტერიტორიების 20% ეკლიანი მავთულებით შემოღობა და დამოუკიდებელ ე.წ. სახელმწიფოებად აღიარა. დღეს რუსეთიდან დევნილებს ვიღებთ, უცნაურია ხო? თან ამას ისე ვაკეთებთ, რომ ბოლომდე ვერ გავიგეთ, რასთან გვაქვს საქმე. ამას ისე ვაკეთებთ, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი ჩვენ გვადანაშაულებს მძინარე ცხინვალის დაბომბვაში და ხრიულოვს რუსეთის გმირად მიიჩნევს. 

ამასობაში კი უამრავი უკრაინელი საქართველოში ელოდება მის სამშობლოში გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომის დასრულებას. ბევრ მათგანს ომმა აქ მოუსწრო, არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც სისხლისღვრას საქართველოში გამოექცნენ. კიდევ კარგი, ყველა ხვდება, რომ საქართველო მათ გვერდითაა, მაგრამ მაინც ვერ გაუგიათ - რატომ უპირისპირდება ჩვენი ხელისუფლება მეგობრული სახელმწიფოს პირველ პირებს. 

ავტორი: ნინო ჟვანია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი