ალტ- ინფოს ოფისის გახსნას ეწინააღმდეგებიან ქობულეთში. ადგილობრივები ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დღე "კონსერვატიული პარტიის" ოფისთან მივიდნენ. პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ ეს არის პრორუსული ძალა, ფინანსდებიან რუსული ფულით და მათი ადგილო საქართველოში არ არის. ადგილობრივები იხსენებენ 5 ივლისის ძალადობასაც. ალტ ინფოელები კი ტრადიციულად ამტკიცებენ, რომ "ეროვნულ საქმეს" აკეთებენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე