კვირის ბოლომდე ცივი ამინდი იქნება

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება. 
ქ. თბილისშიც ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, გამოდარებებით.  ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი