400 ათასი ლარი თამბაქოს კონტროლისთვის. კიდევ ერთი სახელმწიფო ტენდერი, რომელშიც ისევ ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანია იმარჯვებს.
თამბაქოს კონტროლის ასოციაციამ, დაარსებიდან დღემდე 18 ტენდერი მოიგო, რომელსაც ჯამში 2 მილიონამდე ლარი აქვს მიღებული. კომპანიის ბოლო შესყიდვა კორუფციის მკვლევრების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ბაზრის მონიტორინგისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ხელშეკრულება ისევ გიორგი ბახტურიძის ასოციაციას გაუფორმა.
საქმიანობას, რომელშიც ბიუჯეტის ფული გაიხარჯება, ისედაც ახორციელებს კონკრეტული სახელმწიფო სამსახურები. ფუნქციები ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის გაწერილი და ის ერთი-ერთში ემთხვევა იმ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფო უწყებებს აქვთ აღებული.