თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ე.წ. "ნახალოვკა") ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. "მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რა დროსაც იქ 1 პირი იმყოფებოდა.
დაშავებული ქალი ბინიდან მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.