წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადადიოდა. 53 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ის სკოლის დირექტორი იყო.
მძღოლი თავდაპირველად მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა.
ავტორი: ემა გოგოხია