თბილისში, "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ინფორმაციას თავად "ფორმულა" ავრცელებს. 

როგორც არხის რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

მათივე ინფორმაციით, სტუმრის აგრესია იმ ფაქტის გაგებას მოყვა, რომ ჟურნალისტი ფორმულაში მუშაობდა. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ნანო ჩაკვეტაძესაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი