ზუგდიდში, "მთავარის” გადამღებ ჯგუფს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც "ალტ ინფოს" ოფისზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერების, მერიის თანამშრომლების მიერ წაშლის ფაქტი დააფიქსირეს

გამოქვეყნდა:

თავდასხმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე. ზუგდიდში, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს "ალტ-ინფოს" ოფისში დაესხნენ. 

ცნობილია, რომ გადამღები ჯგუფი ადგილზე იმის გადასაღებად მივიდა, რომ ოფისის შენობაზე უკრაინის მხარდამჭერ წარწერებს ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის თანამშრომლები შლიდნენ. სწორედ ამ მასალის გადაღების დროს, როგორც ემა იხსენებს, ოფისთან დაახლოებით 4 მანქანა ერთდროულად გაჩერდა, კასტეტებით შეიარაღებულმა პირებმა ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ცნობილია, რომ რამდენიმე მოძალადე პოლიციამ უკვე დააკავა. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი