ანტიპუტინურ აქციაზე დაკავებული აქტივისტების პროცესი 30 მარტამდე გადაიდო

გამოქვეყნდა:

7 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ანტიპუტინურ აქციაზე დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი 30 მარტამდე გადაიდო. ინფორმაციას "სირცხვილია" ავრცელებს. 

ცნობილია, რომ ძალოვანი უწყება უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს: ზუკა ბერძენიშვილს, გიორგი მჟავანაძეს, გიგა მაქარაშვილს, ნოდარ რუხაძეს, ალექსანდრე სამხარაძესა და გური გოლიაძეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 4500 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი