უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად დღეს საქართველოს 6 ქალაქში მოქალაქეები შეიკრიბებიან.
ინფორმაციას პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ავრცელებს:
"ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს.
ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა.
მე არ ვიცი და არ მაინტერესებს ხელისუფლება რას იზამს, ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა.
ხვალ, თბილისში 15:00 სთ-დან, პარლამენტის წინ, მივიტანთ მათ ფოტოებს და ყველას გექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას.
ბათუმი - 15:00 სთ-ზე, ერას მოედანზე.
ზუგდიდი - 15:00 სთ-ზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან (ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე).
ფოთი - 15:00 სთ-ზე, 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალთან.
სამტრედია - 15:00 სთ-ზე? გამსახურდიას მოედანზე.
თელავი - 15:00 სთ-ზე, ერეკლე II მოედანზე", - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე.