ქართველების ჯგუფები რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს კომპანიების დარეგისტრირებაში ეხმარებიან

გამოქვეყნდა:

სამეწარმეო რეესტრში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიერ კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულს აღწევს.

იუსტიციის სახლში ყოველდღიურად ასობით რუსი მოქალაქე ინდმეწარმედ რეგისტრირდება ან შპს-ს აფორმებს. შეზღუდვისა და კონტროლის მექანიზმი კი უბრალოდ არ არსებობს.

საწარმოთა დაფუძნებისას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში უთითებენ, რომ არ საჭიროებენ ბანკში ანგარიშის გახსნას, ამავდროულად უარს ამბობენ დღგ-ს გადახდაზეც.

"აი ფაქტის" მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 2022 წელს, 1-დან 4 მარტამდე პერიოდში რეგისტრირებულია რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების 210 კომპანია. გუშინდელი მონაცემებით, 500-ზე მეტი მოთხოვნა იყო შესული იუსტიციის სახლში ინდმეწარმისა და შპს-ს დარეგისტრირებაზე, განცხადებების უმეტესობა კი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით ქართველების გარკვეული ჯგუფი, ფინანსურ სარგებელს იღებს, იმისთვის რომ რუსეთის მოქალაქეებს კომპანიების რეგისტრაციაში დაეხმარონ. ამისთვის გარკვეულ თანხას, დაახლოებით 200 ლარს იღებენ.

ოპოზიცია შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი