"არავისთან წახვიდეო, არც მივდივარ... საფლავზე ვერ გავდივარ" | დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი

გამოქვეყნდა:

ერთი წელი დათა პაპას გარდაცვალებიდან - ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო გასული წლის 19 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა. დათა პაპა მეუღლესთან ერთად, ხურვალეთის იმ ნაწილში ცხოვრობდა, სადაც ამ დრომდე რუსული მავთულხლართებია გაბმული.

ვალია ვანიშვილი ჰყვება, რომ მის სახლთან ყოველდღიურად მიდიან ოკუპანტები და ეუბნებიან, რომ წავიდეს, თუმცა ამის გაკეთებას არ აპირებს.

დღეს მან მეუღლის საფლავზე გასვლა ვერ შეძლო, რადგან სოფელში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. 

"დათა ძალიან კარგი კაცი იყო, მაგნაირი კაცი არც დაიბადება და არც იქნება. ბოლოს მითხრა, რომ როგორც მე აქედან არ წავედი, შენც არავისთან არ წახვიდეო და არავისთანაც არც მივდივარ. რუსები რომ მოვლენ რა ვიცი, მგონი დავახრჩო, მე რუსებთან მაგარი ვარ. ერთმა მითხრა იმ დღეს, რომ "ეტა ნაშა დომა", ვუთხარი შენი სახლი არ არის-მეთქი, წადი აქედან-მეთქი. დახმარება მინდა, მაგრამ აბა ვინ მაძლევს... დღეს საფლავზე ვერ გავდივარ", - ამბობს ვალია ვანიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა რუსი ოკუპანტები გადაღების დროს დღესაც დააფიქსირეს. თუმცა მათ კამერების დანახვის შემდეგ, ტერიტორია დატოვეს. 

შეგახსენებთ, ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო, დათა ვანიშვილი 2021 წელს, 19 მარტს გარდაიცვალა. ის ხურვალეთის სასაფლაოზეა დაკრძალული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი