200 ლარად გაყიდული ბინადრობის უფლება და ბიზნესის რეგისტრაცია, შეზღუდვების გარეშე- იუსტიციის სახლთან უკვე რამდენიმე კვირაა, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის, მომსახურების გაწევის მსურველების გრძელი რიგი დგას; საქართველოს მოქალაქეები რუსებს ჩვენს ქვეყანაში, ბინადრობის უფლების და ბიზნესის რეგისტრაციაში ეხმარებიან;
სანაცვლოდ კი ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულებისგან, 200 ლარს იღებენ; საჯარო რეესტრში, რუსული ბიზნესის რაოდენობა, საათობრივად იზრდება და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის მიზნებს არავინ აკონტროლებს;
იმის გადასამოწმებლად, რამდენად მარტივად და რა ფასად ახერხებენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ახალი ცხოვრების დაწყებას, "მთავარმა არხმა", ექსპერიმენტი ჩაატარა;
ჩვენი ჟურნალისტი, იუსტიციის სახლში მივიდა და ადგილზე მყოფ დახმარების მსურველებს, რუსეთის მოქალაქედ გაეცნო. ამ გასაუბრების შემდეგ კი საგანგებოდ, ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულებისთვის მოფიქრებულ სქემას გავყევით;