"რუსები მეტს იხდიან" - ე.წ. ტურისტებისთვის ბინების მეპატრონეები საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში ყრიან

გამოქვეყნდა:

რუსეთიდან ჩამოსული ე.წ. ტურისტების დასაბინავებლად ბინების მეპატრონეები საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში ყრიან; ბოლო რამდენიმე კვირაა, სოციალური ქსელი, ნაქირავები ბინებიდან გამოგდებული ოჯახების, სტუდენტების და მცირეწლოვანი შვილებით ქუჩაში დარჩენილი დედების სასოწარკვეთილი მიმართვებით გაივსო; 
ბინების მეპატრონეები კლიენტებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ რუსები უფრო მეტს იხდიან და ამიტომ ბინა რამდენიმე საათში, სასწრაფოდ უნდა დაცალონ; ასე უთმობენ საკუთარ საცხოვრებელს ოკუპანტებს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეების დიდი ნაწილი,  რუსულმა ოკუპაციამ დევნილებად აქცია, ნაწილი კი რუსეთიდან სატვირთო თვითმფრინავებით გამოყარეს;

ავტორი: მარიამ მარხულია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი