ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ჯემალ გულუა.
გულუა მანქანას თავის ჭიშკართან აჩერებდა, რა დროსაც გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი კიდევ ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ ავტომანქანას მაშინ შეეჯახა, როდესაც იქიდან მძღოლი გადმოდიოდა. მანქანაში, რომელიც 40 წლამდე კაცს დაეჯახა, ე.წ. გაზის ბალონი აფეთქდა და ავტომობილი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია 2 პირი, რომლებიც ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.