კომპანიები მიწისქვეშა მაღაზიებს ქირაობენ და მოვაჭრეებზე ათჯერ მეტ თანხად აქირავებენ

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება იჯარის გადასახადთან დაკავშირებით, ორბელიანის მოედანზე დაიწყო. მიწისქვეშა გადასასვლელში, სავაჭრო ობიექტების დამქირავებლები დიდ გადასახადს აპროტესტებენ. საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა შპს "ზაგის" დირექტორს, გოჩა ერაძეს დოკუმენტები წარუდგინა, სადაც იჯარის თანხაა მითითებული. როგორც ირკვევა, ეს კომპანია მერიისგან მაღაზიებს ქირაობს და ათჯერ მეტ თანხად მოვაჭრეებზე აქირავებს. 

ორბელიანის მოედნის ქვეშ მაღაზიებში მოვაჭრეები ყვებიან, რომ ქირაში ყოველთვე ერთ კვადრატულ მეტრში 35 დოლარამდე იხდიან.

დუკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ შპს "ზაგი" წლიურად 42 500 ლარს თბილსერვისს უხდის. ეს  ერთ კვადრატულ მეტრში ხუთი ლარი გამოდის. მოსახლოება კი ქირას დოლარის კურსის მიხედვით იხდის, სადაც მხოლოდ ერთ მაღაზიას თვიური გადასახადი 900 ლარამდე გამოსდის. 

მოქირავნეებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რამხელა გადასახადის გადახდა უწევდათ, რაც შეღავათებისთვის ბრძოლა დაიწყეს. რატომ აქვს ერთ კონკრეტულ კომპანიას ამხელა მოგების საშუალება, კთხვის ნიშნებს აჩენს ოპოზიციისთვის. 

მოვაჭრეები ქირის გადახდას ვერ უმკლავდებიან. ამბობენ, რომ თვიდან თვემდე ზოგჯერ ვალის აღება უწევთ, რომ ადგილი შეინარჩუნონ. 

როგორც აღმოჩნდა, ეს პრობლემა მარტო ამ სავაჭრო ობიექტებს არ ეხება. თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელები რამდენიმე კომპანის იჯარით აქვს აღებული და ადგილიბრივები მათ დიდ თანხებს უხდიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი