რუსეთში მაღაზიებს ქართული პროდუქტით ამარაგებენ | ლარსის გამშვები პუნქტიდან სატვირთოები უპრობლემოდ გადიან

გამოქვეყნდა:

იმ ფონზე, როდესაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთს ზურგი აქცია და ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობები შეწყვიტა, "მთავარი არხისთვის" ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო ოკუპანტი ქვეყნის საკვებით მომარაგებას განაგრძობს. 

ე.წ. დეზერტირების ბაზარში გარემოვაჭრეები ადასტურებენ, რომ ისინი ყოველდღიურად ტვირთავენ მანქანებს საკვები პროდუქტებით, რომელიც შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში იგზავნება.

ლარსის გამშვები პუნქტიდან საკვებით დატვირთულ ავტომობილები უპრობლემოდ გადიან.

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი