დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემები დედაქალაქსა და მის შემოგარენში - კოჯრის მოსახლეობა უკვე მეორე დღეა, პურის გარეშეა დარჩენილი. მათ არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურებათ.
გზები არ იწმინდება, ამიტომ სადისტრიბუციო მანქანები იქ ასვლას ვერ ახერხებენ. მოსახლეობა დედაქალაქის მერიას დახმარებას სთხოვს.
"არც პურია, არაფერი აქვთ. ასე უპატრონოდ არის კოჯორი მიგდებული. მეორე დღეა, ავტობუსები არ არის, ხალხი სამსახურებში ვერ დადის", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.