ინტენსიური თოვის გამო, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს. მერიის ცნობით, 10-ზე მეტ მარშრუტზე ავტობუსები მოქალაქეებს ვერ ემსახურება.
მუნიციპალური ავტობუსების მომსახურება, ამ დროისთვის, სრულად არის შეჩერებული შემდეგ მარშრუტებზე:
ნაწილობრივი შეზღუდვებია და ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე:
მერიაში ამბობენ, რომ "24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობს შესაბამისი ტექნიკა, ხდება გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა".
ამასთან, უწყება მოსახლეობას მიმართავს, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.