"მოიხსნა ტრანსპორტი, ხალხი ვერ მოდის... გადასახადს ვერ ვიხდით" | გარემოვაჭრეების პროტესტი ლილოში

გამოქვეყნდა:

ლილოში, გარემოვაჭრეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მერიის გადაწყვეტილებამ, სამარშრუტო ტაქსების შემცირების თაობაზე, მყიდველების რაოდენობა შეამცირა.

მოვაჭრეები "ლილო მოლის" ადმინისტრაციასთან შეხვედრას ორი საათის განმავლობაში უშედეგოდ ელოდებოდნენ. მათი თქმით, თუ მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ დაამატებს, იძულებულები გახდებიან, საქმიანობა შეაჩერონ. 

"ტრანსპორტი არაა, მოიხსნა ტრანსპორტი ხალხი ვერ მოდის.... გადასახადს ვერ ვიხდით, რომ ვერ შემოდის ხალხი. ჩვენ ვითხოვთ სანამ მოგვარდება ეს სიტუაცია დაიკეტოს ბაზარი, რომ აღარ მოგვთხოვონ გადასახადი." - ამბობენ მოვაჭრეები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი