ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა შეძრა - ორსული ქალის, ოთხი ბავშვისა და მეზობლის დაღუპვამდე, ახალგაზრდა ქალის ძმა თოვლში გაყინული იპოვეს   

გამოქვეყნდა:

ტრაგედია ბაღდათში, რომელმაც ქვეყანა შეძრა - ხანძარს, რომელიც ხის სახლში გაჩნდა ორსული ქალი, მისი ოთხი შვილი და მეზობელი ქალი ემსხვერპლა. ორივე ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და ისინი საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ იყვნენ შეჭრილები.

ოჯახს არც ელექტროენერგია და არც ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა, ცეცხლი კი სავარაუდოდ ბუხრიდან გავრცელდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ, თუმცა ტრაგედიის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახმა ამ მძიმე ტრაგედიამდე ახალგაზრდა წევრი დაკარგა. ორსული ქალის ასევე სოციალურად დაუცველი ძმა, რამდენიმე დღის წინ, თოვლში გაყინული იპოვეს. 

"ძმა გარდაიცვალა ერთი კვირით ადრე. თოვლში გაიყინაო. გაჭირვებული ოჯახი იყო, ეს ოჯახიც იქ იყო დაკრძალვამდე და მერე ვეღარ გაჩერებულან,"-ამბობენ მეზობლები.

გარდაცვლილი ბავშვებიდან ორი სკოლის მოსწავლეა. ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელი იყო, ერთი კი დედასთან ერთად სახლში რჩებოდა. ხანძარი საღამო საათებში გაჩნდა. მაშინ,როდესაც ყველა სახლში იმყოფებოდა. როგორც აცხადებენ, სახანძრო ბრიგადა გამოძახებიდან მალევე ადგილზე მივიდა, თუმცა ხის სახლი მალევე აალდა და მცირეწლოვანი ბავშვებისა და ქალების გამოყვანა ვეღარ მოხერხდა.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი