თელავში შენობის ნაწილი ჩამოინგრა

გამოქვეყნდა:

თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, კორპუსის ქვეშ კომერციული ფართების გადახურვის ნაწილი ჩამოინგრა. ცნობილია, რომ რკინის კონსტრუქციის ვარდნა სახურავიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ თელავის მერიის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ტერიტორია უკვე გაიწმინდა და სახიფათო მონაკვეთი პოლიციამ ყვითელი ლენტით შემოფარგლა.  

მრავალბინიანი კორპუსის სარემონტო სამუშაოები ერთი წლის წინ შპს ”ბკ კონსტრაქშენმა” განხორცეილდა, რაზეც 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

თელავის მერის ინფორმაციით, საკითხზე მოკვლევა ჩატარდება. რის შემდეგაც სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი