რუსთავში ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვაველი წარმომავლობის ხორცი დალუქეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცი და ხორცპროდუქტები საწარმო შპს "წიქარადან" ამოიღეს.
უწყების ცნობით, გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი.