"ოცნება" ტელევიზიებისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესების განხილვაზე უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტია, ტელევიზიებისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესების განხილვაზე უარს ამბობს - ინიციატივით  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს დღეს პარტია "ლელომ" მიმართა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ითვალისწინებს, რომ მედიასაშუალებები 3 წლით მოგებისა და დღგ-ს გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე მსჯელობაც არ ისურვეს. 

"მათ გადაწყვიტეს, რომ მედიასაშუალებებისთვის მიცემული საგადასახადო შეღავათები იქნება დამაზარალებელი ბიუჯეტისთვის და ამ მიზეზით ისინი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. რეალობა არის სხვა: ის რაც არის კარგი თავისუფალი მედიისთვის, არის ცუდი რეჟიმისთვის, რომელიც ამ ქვეყანას მართავს",- ამბობს სალომე სამადაშვილი. 

"მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებას მხარს დაუჭერდა:

"არ ველოდი, რომ ეს ხელისუფლება ამგვარ კანონპროექტს მხარს დაუჭირა, მაგრამ კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაინახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას. პრაქტიკულად პირველივე მცდელობაზე დაბლოკეს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მედია ჩვეულებრივი ბიზნესი არაა და მას ორმაგი დანიშნულება აქვს და მისი ხარისხი და ფუნქციონირება ქვეყანაში დემოკრატიის განმსაზღვრელია",- ამბობს თამთა მურადაშვილი. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი